ხარისხის უზრუნველყოფა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო ახორციელებს:
- სწავლებისა და შეფასებითი პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავებას, ხარისხის კონტროლის ინსტუმენტების და კრიტერიუმების დანერგვას;
- სასწავლო და შეფასების პროცესების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისა და განვითარების რეალიზებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დაგეგმვას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის მონიტორინგს;
- ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აკადემიის სასწავლო და შეფასების პროცესებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვას, ასევე სასწავლო პროგრამებისა და შესაბამისი პროცესების მომწესრიგებელი დოკუმენტების შედგენის უზრუნველყოფას;
- თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად. ასევე აკადემიის შესაბამის სტრუქტურული ერთეულს აწვდის ინფორმაციას ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მათში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე;
- აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და მათი გეგმა-გრაფიკის პერიოდული მონიტორინგს, ასევე აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას;
- სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი ფუნქციების შესრულებასთან.