ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 კრედიტს, სემესტრში – 30 კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 2 სემესტრს შეადგენს ანუ 1 აკადემიურ წელს.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება

აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება მიენიჭება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას და აკადემიის მიერ განსაზღვრულ შიდა გამოცდებს;
  • აკადემიის შიდა გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს მაგისტრანტობის ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;
  • პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, აკადემიას მიმართავს შიდა გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას, შიდა გამოცდას სპეციალობაში და გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან. ამასთან, სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობად ჩაითვლება პრეტენდენტის დარგობრივი სამუშაო გამოცდილება;
  • მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს აკადემიის შიდა წერით გამოცდას (ტესტირებას) ინგლისური ენაში, ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დადასტურების მიზნით. მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე საერთაშორისო სერტიფიკატს ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ ვალიდურ სერტიფიკატს (CERTUS), ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა) დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.
    Cambridge ESOL Exams · მინიმუმ B2 დონე
    • IELTS≥ 5.5 ბენდი
    • FCE≥ Grade C
    • BEC Vantage≥ Grade C
    • ILECPass with B2
    • BULATS65–69
    • TOEIC715–795
    • TOEFL (Aptis)46–49

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე თეორიების, კონცეპტუალური ჩარჩოებისა და უსაფრთხოების გარემოს ძირითადი ტენდენციების სისტემური და ინტეგრირებული ცოდნა, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესების კომპლექსური გააზრების მიზნით.
  • განუვითაროს პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური უნარები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, რეალურ სამუშაო გარემო პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • ჩამოუყალიბოს უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაგეგმვის პროფესიული კომპეტენციები, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული ოპერაციების და ფსიქოლოგიური ფაქტორების ინტეგრირებული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
  • განუვითაროს გამოყენებითი ანალიტიკური კვლევის განხორციელების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების შეფასებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი.
პროგრამის მოცულობა
წელიწადში – 60 კრედიტი
სემესტრულად – 30 კრედიტი
60
ECTS

კრედიტების განაწილება

45ECTS
სავალდებულო სასწავლო კურსები
10ECTS
ანალიტიკური პროექტი
5ECTS
არჩევითი სასწავლო კურსები

სტუდენტის მიერ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის დაგროვების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

დიპლომი: კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება დიპლომით.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ სტუდენტის მაქსიმალურ შეფასება 100 ქულის ტოლია და წარმოადგენს შუალედური (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასების ჯამს, რაც წარმოადგენს საბოლოო შეფასებას.

შეფასების სისტემა

დადებითი შეფასებები
  • A
    ფრიადი
    91–100 ქულა
  • B
    ძალიან კარგი
    81–90 ქულა
  • C
    კარგი
    71–80 ქულა
  • D
    დამაკმაყოფილებელი
    61–70 ქულა
  • E
    საკმარისი
    51–60 ქულა
უარყოფითი შეფასებები
  • FX
    ვერ ჩააბარა
    41–50 ქულა
    სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • F
    ჩაიჭრა
    40 ქულა და ნაკლები
    სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

მზად ხართ დასაწყებად?

შემოუერთდით ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ცვლილებებს ახდენენ.

ავტორიზაცია