ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

საერთაშორისო ურთიერთობები

 
ინტერნაციონალიზაცია აკადემიაში წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას და ემსახურება აკადემიის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო გამოცდილების, სტანდარტებისა და პარტნიორული თანამშრომლობის გამოყენებით.

ინტერნაციონალიზაცია აკადემიაში ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

  • უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ცენტრებთან და შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამის კომპონენტებისა და სასწავლო აქტივობების განვითარება;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების, მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, კანონმდებლობითა და აკადემიის საქმიანობის სპეციფიკით დაშვებულ ფარგლებში;
  • უცხოელი ინსტრუქტორების, ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართვა აკადემიის საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში;
  • საერთაშორისო სტანდარტების, აკადემიური და პროფესიული პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი ადაპტირება;
  • საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღებული გამოცდილების გამოყენება აკადემიის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებისთვის.

მზად ხართ დასაწყებად?

შემოუერთდით ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ცვლილებებს ახდენენ.

ავტორიზაცია