პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან.
კურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ოპერატიული საქმიანობის შესახებ პროფესიული ცოდნა მიიღონ დარგის ექსპერტებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან.
აპლიკაციები მიიღება: 2026 წლის 5 აპრილის ჩათვლით.
შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
•აპლიკაციის მიღება;
• აპლიკაციის შერჩევა;
• გასაუბრება.
ტრენინგი გაიმართება 22, 23 და 24 აპრილს, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მისამართი: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/KekrP