სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის „2025-2026 სასწავლო წლის თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა მალხაზ ჩიტაიამ პროგრამის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებზე ესაუბრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა პროგრამის მსმენელებს ინფორმაცია მიაწოდეს უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის, ფუნქცებისა და ძირითადი ამოცანების შესახებ. ყურადღება დაეთმო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მსმენელებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.