სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასა და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ოსაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის კავშირების გაძლიერებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგკურსების ორგანიზებას. აკადემიებს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი შესაძლებლობების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას